რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად დამატებით $24 მილიონს გამოყოფს

Frank Gunn/The Canadian Press

კანადის თავდაცვის მინისტრის, ბილ ბლერის თქმით, კანადა უკრაინის დასახმარებლად 24 მილიონს გამოყოფის. თანხა დიდი ბრიტანეთის მიერ დაფუძნებულ უკრაინის საერთაშორისო ფონდში ჩაირიცხება.

კანადის მიერ გამოყოფილი თანხა დაფარავს უკრაინისთვის "ასობით მოკლე და საშუალო დისტანციის საზენიტო რაკეტის და მასთან დაკავშირებული სისტემების შეძენის ხარჯებს, რაც აუცილებელია უკრაინის კრიტიკული ეროვნული ინფრასტრუქტურის დასაცავად".

კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კანადის მიერ გამოყოფილი დახმარების ჯამური მოცულობა 8 მილიარდს აჭარბებს, მათ შორის 1,8 მილიარდზე მეტი სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოიყო.

უკრაინის საერთაშორისო ფონდი გაერთიანებული სამეფოს მიერ ნორვეგიასთან, ნიდერლანდებთან, დანიასთან, შვედეთთან, ისლანდიასთან და ლიტვასთან პარტნიორობით დაარსდა. 

კომენტარები