ნიუ იორკის მოდის კვირეული

ნიუ-იორკის მოდის კვირეული დასრულდა: 83 წლის რალფ ლორენის დაბრუნება პაუზის შემდეგ

Victor VIRGILE/Getty

ნიუ-იორკის 2023 წლის მოდის კვირეული დასრულდა.

ამერიკული მოდის მთავარი კვირეულის ყველაზე ნახვადი და კრიტიკოსებისთვის საინტერესო შოუ 83 წლის რალფ ლორენს ჰქონდა, რომელიც ოთხწლიანი პაუზის შემდეგ მოდას დაუბრუნდა. ქალის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექცია ამერიკული მოდის ლეგენდამ 8 სექტემბერს წარადგინა. რალფ ლორენის ახალი კოლექცია პოდიუმზე 90-იანი წლების ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა კრისტი ტარლინგტონმა დახურა.

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ჩვენებებზე სტუმრის რანგში მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ასევე გამოჩნდა მოდელი ლინდა ევანჯელისტა. 90-იანი წლების სუპერმოდელი წლების მანძილზე საჯაროდ გამოჩენას თავს არიდებდა დამაზიანებელი სილამაზის პროცედურის გამო, რომელმაც ცნობილი მოდელის ვიზუალი რადიკალურად შეცვალა

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მონოქრომული კოლექცია წარადგინა მაიკლ კორსმა, რომელიც ამერიკული მოდის ასევე გამორჩეული სახეა. 

ნიუ-იორკის შემდეგ დიდი მოდის კვირეული ლონდონში გაიმართება 14-დან 19 სექტემბრამდე, რასაც მოჰყვება მოდის კვირეულები მილანსა და პარიზში.

კომენტარები