ნიუ იორკის მოდის კვირეული

9 წლის გოგო, რომელსაც ორივე ფეხი პროთეზის აქვს, ნიუ იორკის მოდის კვირეულზე გაივლის

CNN

9 წლის ინგლისელი გოგო, რომელსაც ორივე ფეხი პროთეზის აქვს, ნიუ იორკის მოდის კვირეულზე გამოჩნდება.

დეიზი მეი დემეტრე ფიბულური ჰემიმელიით დაიბადა, რაც გულისხმობს, რომ მას ფეხის კუნთოვანი ნაწლავის ნაწილი ან მთელი ნაწილი აკლია. მას ორმაგი ამპუტაცია დასჭირდა, როდესაც ის მხოლოდ 18 თვის იყო. 

ახლა ის სამოდელო კარიერაშია, ის ბავშვების ტანსაცმლის ბრენდ Lulu et Gigi Couture-ის ჩვენებაზე გამოდიოდა, ლონდონის ბავშვების მოდის კვირეულზეც იყო.

დეიზი მეის მამა ალექს დემეტრეს თქმით, ის დეიზის ოცნებების ასრულებისკენ ყოველთვის მოუწოდებდა.


ფოტო: CNN

"მან მე შთამაგონა იმის დანახვით, თუ ვინ იყო, ის სიცოცხლეს სახეზე ღიმილით ეგებება და საოცარ რამეებს აკეთებს. ის პოდიუმს ეკუთვნის, ამას თქვენც ხედავთ, ის ხალხს შთააგონებს თავისი საქმით",- თქვა დეიზის მამამ.

დეიზი 8 სექტემბერს ნიუ იორკის მოდის კვირეულზე წარდგება. ის 18 თვეა სამოდელო კარიერაშია, უმუშავია ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორიცაა Nike-ი და River Island-ი. 

გარდა ამისა, დეიზი ბირმინგჰემის დაჯილდოვების პრაიდზე მამაც ბავშვად დასახელდა.

კომენტარები