უნგრეთი

უნგრეთი შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვით იმუქრება

Akos Stiller/Bloomberg

უნგრეთი შვედეთის ტელევიზიაში უნგრეთისადმი კრიტიკული სიუჟეტის გაშვების გამო შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვით იმუქრება

შვედურ არხზე - UR გავიდა 10 წუთიანი სიუჟეტი, სადაც ნაჩვენებია უნგრეთის სუსტი დემოკრატია და ორბანის ავტორიტარიანიზმის ზრდის დინამიკა. გავრცელებული ინფორმაციით, შვედურ არხზე გაშვებულ სიუჟეტს კავშირი არ აქვს შვედეთის მთავრობასთან. 

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიხიარტომ თქვა, რომ მსგავსი სიუჟეტები არ დაეხმარება შვედეთის მუდმივ მოთხოვნას, რომლის შესრულებასაც დასავლეთი დაუყოვნებლივ ითხოვს. სიხიარტოს თქმით, სიუჟეტი შეიცავდა ყალბ ინფორმაციას უნგრეთის პოლიტიკური პროცესების შესახებ. 

"გამაოგნებელია შვედეთის მთავრობის მიერ ნებადართული საგანმანათლებლო ვიდეო, რომელიც უნგრეთს თავს ესხმის. ახლა როგორ უნდა დავარწმუნოთ უნგრელი დეპუტატები რომ მხარი დაუჭირონ შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას, როდესაც ჩვენი დემოკრატია მუდმივად საეჭვოა და ჩვენს ამომრჩევლებს შეურაცხყოფას აყენებენ?" - თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრის პოლიტიკურმა მრჩეველმა, ბალაჟ ორბანმა. 

კომენტარები