გრენლანდია

ტალახში ჩარჩენილი გრენლანდიის საკრუიზო გემი სამი დღის შემდეგ ამოიყვანეს

SIRIUS/ARCTIC COMMAND

11 სექტემბერს გრენლანდიაში, ტალახში ჩარჩენილი ძვირადღირებული საკრუიზო გემი სამი დღის შემდეგ ამოიყვანეს

Ocean Explorer-ი, მისი 206 მგზავრი და ეკიპაჟი 14 სექტემბერს გრენლანდიის კვლევითი ნავის მეშვეობით მას შემდეგ გადაარჩინეს, რაც კრუიზი ტალახში და სილაში არქტიკული წრის ზემოთ, ალპეფიორდში ჩარჩა. ეს ადგილი გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 400 კმ-ში მდებარეობს.

გემის მფლობელმა თქვა, რომ ბორტზე არავინ დაშავებულა. თუმცა, Aurora Expeditions-ის ტუროპერატორის თქმით, რამდენიმე ადამიანი Covid-19-ით დაინფიცირდა.

"გემი და მისი მგზავრები განთავსდებიან პორტში, სადაც შესაძლებელი იქნება გემის დაზიანების შეფასება და მგზავრებს გადავიყვანთ პორტში. აქედან კი მათ ფრენა შეეძლებათ". - თქვა კრუიზის კომპანიის, SunStone-ის წარმომადგენელმა.

ერთ-ერთმა მგზავრმა, ფრეიზერმა, რომელმაც მოგზაურობის დროს COVID-19-ით დაინფიცირდა, Sydney Morning Herald-თან ინტერვიუში თქვა: "ცოტა იმედგაცრუებაა, მაგრამ ჩვენ მსოფლიოს მშვენიერ ნაწილში ვიყავით. ჩვენ ვისხედით მყინვართან ახლოს, როცა ფანჯარას ვხსნიდით."

112 მგზავრი და ეკიპაჟის 94 წევრი ნორვეგიიდან 2 სექტემბერს გაემგზავრა და 22 სექტემბერს უნდა დაბრუნებულიყო.

კომენტარები