რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინს ლეონ ტროცკი (ბრონშტეინი) გერმანელ სოციალ-დემოკრატ ედუარდ ბერნშტაინში აერია

Mikhail Metzel/POOL/TASS

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე თქვა, რომ რუსეთი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში და შემდეგ გერმანელი სოციალ-დემოკრატის ედუარდ ბერნშტაინის ციტირება მოახდინა, თუმცა მან ეს სიტყვები ლეონ ტროცკის (ბრონშტეინს) მიაწერა.

ინფორმაციას ლატვიაში დაფუძნებული რუსული მედია პლატფორმა Meduza ავრცელებს. 

პუტინი ამბობს, რომ შეუძლებელია რუსეთმა ბრძოლა შეწყვიტოს, რადგან უკრაინა კონტრშეტევას ახორციელებს. 

"როგორ შეგვიძლია ბრძოლის გაჩერება, როდესაც მოწინააღმდეგე მხარე კონტრშეტევას ახორციელებს? რა უნდა გავაკეთოთ? ისინი საპასუხოდ თავს დაგვესხმებიან და ჩვენ არ ვართ ტროცკისტები, რომლებიც ამბობდნენ "მოძრაობა ყველაფერია, ხოლო საბოლოო მიზანი არაფერი", ეს ცუდი თეორიაა". - თქვა ვლადიმირ პუტინმა. 

აღნიშნული ფრაზა გერმანელ სოციალ-დემოკრატ მარქსისტს, ედუარდ ბრენშტაინს ეკუთვნის. ამ აზრს თავად ლეონ ტროცკი "სისულელედ და ვულგარულობად" მიიჩნევდა. 

როგორც ცნობილია, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ეს ფრაზა ვლადიმირ პუტინს ლეონ ტროცკის ნათქვამი ეგონა. მსგავსი ფორმულირებით ეს სიტყვები მან 2008 და 2011 წლებშიც თქვა.

კომენტარები