ზოოპარკი

ზალცბურგის ზოოპარკში მარტორქამ ცხოველების მომვლელი მოკლა

Pexels/Pixabay

ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის ზოოპარკში მარტორქამ ცხოველების ერთი პროფესიონალი მომვლელი მოკლა, მეორე კი ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ზოოპარკი ადასტურებს. 

ინციდენტი მოხდა დილის საათებში, როდესაც ზოოპარკის თანამშრომლები ცხოველებს აჭმევდნენ.

ზოოპარკის დირექტორის თქმით, უცნობია, ზუსტად რა მოხდა, თუმცა, დაღუპულს მკერდის არეში სიცოცხლისთვის შეუსაბამო ტრავმა ჰქონდა მიღებული და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე დაშავებული თანამშრომელი სწრაფად გადაიყვანეს საავადმყოფოში და არსებული ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები