ზოოპარკი

 ეგვიპტის ზოოპარკში, დამთვალიერებლებს ზებრის ნაცვლად, მოხატულ ვირს უჩვენებდნენ

ეგვიპტეში, კაიროს International Garden-ის ზოოპარკში დამთვალიერებლებს ზებრის ნაცვლად, შავ-თეთრად მოხატულ ვირს უჩვენებდნენ. ამის შესახებ BBC წერს. 

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ეგვიპტელმა სტუდენტმა, მაჰმუდ სარჰანმა ზოოპარკში სტუმრობისას „ზებრას“ გათხაპნილი შავი საღებავი შენიშნა. სტუდენტი ცხოველს დააკვირდა და მიხვდა, რომ მის წინ მოხატული ვირი იყო და არა ზებრა. 

მაჰმუდმა ფოტოები ინტერნეტში გაავრცელა. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი ადამიანი წერს, რომ ზებრებს შავი ცხვირი აქვთ, ფოტოზე კი, ვირს ცხვირზე საღებავი უკვე აღარ უსვია. ასევე, ზებრას ზოლები მეტად თანმიმდევრული და პარალელური განლაგებისაა

ფოტო: bbc

ზოოპარკის ადმინისტრაცია დამთვალიერებლების მოტყუების ფაქტს, კატეგორიულად უარყოფს. 

ეს დამთვალიერებლების მოტყუების პირველი შემხვევა არ არის. 2013 წელს ჩინეთის ზოოპარკში დამთვალიერებლებს აფრიკული ლომის ნაცვლად, ტიბეტური მასტიფის ჯიშის ძაღლს უჩვენებდნენ. 2017 წელს კი, ჩინეთის ერთ-ერთ ზოოპარკში პინგვინების ნაცვლად, დამთვალიერებლებს მექანიკურად მოძრავი, პლასტიკური პინგვინები გამოუყვანეს

კომენტარები