ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკში სამი ბოკვერი დაიბადა

სექტემბერს, გამთენიისას თბილისის ზოოპარკში ლომებს - სიმბასა და ნალას, სამი ბოკვერი შეეძინათ. ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, მათ ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდათ და ვეტერინარების მუდმივი ყურადღების ქვეშ არიან; ვოლიერში ყველა საჭირო ინვენტარი და დამატებითი თივაა შეტანილი.

სიმბასა და ნალასთვის ბოკვერები პირველი შთამომავლობაა. მათი ფოტოები თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდზე განთავსდა.

 

კომენტარები