ნარკოდანაშაული

"ნარკოტიკს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა" - ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-მდე პირი დააკავეს

საქართველოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 10-მდე პირია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ტაბულას შსს-ში უდასტურებენ.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, რომ რუსთავსა და თბილისში მიმდინარეობს სპეცოპერაცია, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დაკავებულთა შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის უკრაინისა და რუსეთის.

თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, რომ დაკავებულთა შორის ერთ-ერთი არის უკრაინელი ქალი, "რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა".

კომენტარები