პრეზიდენტის იმპიჩმენტი

იონათამიშვილი: სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ევროპული პროგრესის მოკავშირე არაა

საქართველოს პრეზიდენტი ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებსო და მას შემდეგ, ზურაბიშვილს განსხვავებული განცხადება არ გაუკეთებია [...] ესე იგი, სინამდვილეში, ის საქართველოს ევროპული პროგრესის მოკავშირე და გულწრფელი არ არის [...] ამავდროულად, ის საქართველოს კონსტიტუციას არღვევს და ღიად ამბობს, რომ მისთვის კონსტიტუციის პატივისცემა მეათეხარისხოვანი საკითხია. ამ პირობებში, პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებაა, როდესაც ჩვენი მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი წარდგენა და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ხდება.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის 80-მა დეპუტატმა პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს ხელი მოაწერა. ხელმოწერები საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ მასალას თან დაერთვება.

კომენტარები