ნიგერია

ნავის ჩაძირვას ნიგერიაში სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა – უმრავლესობა ქალი და ბავშვი

CNN

ჩრდილოეთ-ცენტრალურ ნიგერიაში ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 26 ადამიანი გარდაიცვალა - უმრავლესობა ბავშვი და ქალი. ნავით 100-ზე მეტი ფერმერი მგზავრობდა. ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო 3 თვეში ნიგერიაში ნავის გადატრიალების მეორე შემთხვევაა.

ამასთან, ხელისუფლების ინფორმაციით, ამ დროისთვის 30 ადამიანია გადარჩენილი.

"მსხვერპლები მიდიოდნენ ფერმერული საქმიანობისთვის, როდესაც ინციდენტი კვირა დილის 7:30-დან 8 საათამდე მოხდა. დადასტურდა 26 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. 30-ზე მეტი ადამიანი გადავარჩინეთ." - თქვა ხელისუფლების წარმომადგენელმა.

გაურკვეველია რამ გამოიწვია ნავის გადაბრუნება ან ჰქონდათ თუ არა მგზავრებს გემზე ყოფნისას უსაფრთხოების აღჭურვილობა.

ჩრდილოეთ ნიგერიაში ნავების გადატრიალების შემთხვევები ხშირია. ივნისის შუა რიცხვებში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ნავი, რომელშიც ქორწილის ასობით სტუმარი იყო, მდინარე ნიგერში ჩაიძირა.

კომენტარები