სერგეი სუროვიკინი

გენერალი სუროვიკინი დსთ–ს საჰაერო თავდაცვის კომიტეტის უფროსად დანიშნეს

GETTY IMAGES

გენერალი სერგეი სუროვიკინი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხების კომიტეტის კოორდინატორად დანიშნა.  

სუროვიკინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი იყო, თუმცა ვაგნერის ჯგუფთან და ევგენი პრიგოჟინთან კავშირების გამო ის გადააყენეს. 

ინფორმაციას სერგეი სუროვიკინის ახალი თანამდებობის შესახებ ომის კვლევების ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. 

პრიგოჟინის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სერგეი სუროვიკინი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ის თვეების განმავლობაში საჯაროდ არ ჩნდებოდა. გათავისუფლების შემდეგ სუროვიკინი პირველად საჯარო სივრცეში 4 სექტემბერს გამოჩნდა. 

კომენტარები