ლუის რუბიალესი

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კოცნის სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა

© Eidan Rubio / Reuters

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი თანამდებობიდან გადადგა. ფეხბურთის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე კოცნის სკანდალის გამო მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.

რუბიალესი საკუთარ საქციელს სექსუალურ შევიწროებად არ მიიჩნევდა და ამბობდა, რომ ფეხბურთელი იტყუებოდა სექსუალური შევიწროების შესახებ. ის ფეხბურთელთან კოცნას აღწერდა, როგორც სპონტანურს, ერთობლივს, ეიფორიულს და შეთანხმებულს.

"მე თანამდებობიდან გადადგომას ვაპირებ, რადგან შეუძლებელია მუშაობის გაგრძელება" - თქვა ლუის რუბიალესმა.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ გამართული დაჯილდოების ცერემონიის დროს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ ჯენი ერმოსოს მისი ნებართვის გარეშე ტუჩებში აკოცა.

FIFA-მ რუბიალესის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურები 24 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ერმოსომ თქვა, რომ ის საკუთარი ინტერესების დასაცავად იბრძოლებს და მსგავსი ქმედებები "დაუსჯელი არასდროს უნდა დარჩეს".

25 აგვისტოს საგანგებო შეხვედრაზე ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებდა და ფეხბურთელი ტყუილში დაადანაშაულა.

კომენტარები