აშშ-ვიეტნამის ურთიერთობები

ბაიდენი ვიეტნამთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე: ცივ ომზე ბევრს ვფიქრობთ, ეს არაფერ შუაშია

ჯო ბაიდენი ვიეტნამში
CNN

ვიეტნამთან ახალი ისტორიული შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ს მიერ ჩინეთის საერთაშირისო გავლენის შეჩერების მცდელობა უარყო

50 წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც უკანასკნელმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ვიეტნამი დატოვა, ბაიდენი ჰანოიში გაემგზავრა, რათა ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რომელიც აშშ-ს ყოფილ მტრებთან დააახლოებდა.

ვიეტნამთან სტრატეგიული პარტნიორობა  არის ბოლო ორი წლის განმავლობაში ვაშინგტონის მუდმივი ძალისხმევის კულმინაცია ვიეტნამთან კავშირების გასაძლიერებლად. ვაშინგტონთან პარტნიორობა კი არის დიპლომატიური კავშირების უმაღლესი დონე, რომელსაც ვიეტნამი, ჩინეთის ერთ-ერთი უძველესი და მტკიცე მეგობარი ამყარებს.

"მგონია, ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ცივ ომზე. ეს არაფერ შუაშია. ეს არის ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მცდელობა". - უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს 10 სექტემბერს, ჰანოიში.

"მსურს ჩინეთმა ეკონომიკურ წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ მსურს ეს წესების მიხედვით შეძლონ". – დაამატა აშშ-ს პრეზიდენტმა.

გაუმჯობესებული კავშირების ნიშნებმა უკვე გააღიზიანა პეკინის ხელისუფლება, რომელმაც ამერიკა "ცივი ომის მენტალიტეტის" მქონე ქვეყანად მოიხსენია.

კომენტარები