რუსეთ-უკრაინის ომი

კიევის ოლქზე თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 100-ზე მეტი სახლი

კიევის ოლქზე თავდასხმის შემდგომი ფოტო: პოლიცია
UKRAINSKA PRAVDA

კიევის ოლქზე Shahed-ის ტიპის დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 100-ზე მეტი კერძო სახლი და საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რუსლან კრავჩენკო Facebook-ზე ავრცელებს.

"კიევის ოლქზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. ყველა პაციენტს ჩაუტარდა საჭირო სამედიცინო დახმარება. ერთი ადამიანი საავადმყოფოში ტვინისა და კიდურების დაზიანებებით გადაიყვანეს.

დანარჩენებს კი მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. არაფერი ემუქრება ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამასთანავე, გაიზარდა დაზიანებული ნაგებობების რაოდენობაც. კიევის ოლქის ერთ-ერთ უბანში აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი კერძო სახლი და 7 საცხოვრებელ კორპუსში 30 ბინა დაზიანდა". - წერს კრავჩენკო თავის Facebook გვერდზე. 

გარდა ამისა, აფეთქების შედეგად დაზიანდა სკოლის შენობა, საბავშვო ბაღი, საავადმყოფო და საგანმანათლებლო ცენტრები. 

კომენტარები