ბალტიის ზღვის რეგიონი

ბალტიის ზღვაში დაიწყო წვრთნები, რომელიც რუსული თავდასხმის მოგერიებაზეა ორიენტირებული

NATO

ბალტიის ზღვაში, ლატვიასა და ესტონეთის სანაპიროსთან სამხედრო წვრთნები Northern Coasts დაიწყო, რომელშიც 30-მდე ხომალდი და 3 000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობს.

წვრთნებში მონაწილეობას ბალტიის ზღვის ნაპირზე მყოფი NATO-ს  ყველა ქვეყანა, შვედეთი, აშშ, კანადა, ნიდერლანდები, ბელგია და საფრანგეთი იღებენ. 

გერმანიის საზღვაო ძალების ხელმძღვანელობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვრთნებია რეგიონში. მისი ძირითადი ფოკუსი რეგიონში რუსეთის თავდასხმის მოგერიებისთვის შესაბამისი მომზადებაა

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-ადმირალის იან კრისტიან კააკის თქმით, წვრთნები რუსეთისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნას ემსახურება - "სანდო შეკავება თავდაცვის უნარს უნდა გულისხმობდეს".

კააკმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს საზღვაო ძალები წვრთნებისთვის გაგზავნის თავის Mesa Verde-ს - 200 მეტრზე მეტი სიგრძის ხომალდს, რომელიც განკუთვნილია თავდასხმისა და 800 საზღვაო ქვეითის გადასაყვანად.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს იქნება ამ მასშტაბის პირველი წვრთნა, რომელსაც გერმანული ფლოტი როსტოკში მდებარე ახალი საზღვაო შტაბიდან უხელმძღვანელებს.

კომენტარები