ბალტიის ზღვის რეგიონი

ბალტიის ზღვაში წვრთნები რუსული თავდასხმის მოგერიებაზე იქნება ორიენტირებული

NATO / Facebook

ბალტიის ზღვაში პირველად დაიწყება საზღვაო წვრთნები, რომლის ძირითადი ფოკუსი რეგიონში რუსეთის თავდასხმის მოგერიებისთვის შესაბამისი მომზადება იქნება

წვრთნების დაწყება 9 სექტემბერსაა დაგეგმილი, ხოლო მასში მონაწილეობას მიიღებს 30 გემი და 3 000-ზე მეტი სამხედრო დასავლეთის ქვეყნებიდან, მათ შორის, ბალტიის ზღვის ნაპირზე მყოფი NATO-ს ყველა ქვეყნიდან, შვედეთიდან, რომელი ალიანსის წევრი მალე გახდება, აშშ-დან, კანადიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, საფრანგეთიდან.

ვიცე-ადმირალის იან კრისტიან კააკის თქმით, წვრთნები რუსეთისთვის მკაფიო სიგნალის გაგზავნას ემსახურება - "სანდო შეკავება თავდაცვის უნარს უნდა გულისხმობდეს".

კააკმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს საზღვაო ძალები წვრთნებისთვის გაგზავნის თავის Mesa Verde-ს - 200 მეტრზე მეტი სიგრძის ხომალდს, რომელიც განკუთვნილია თავდასხმისა და 800 საზღვაო ქვეითის გადასაყვანად.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს იქნება ამ მასშტაბის პირველი წვრთნა, რომელსაც გერმანული ფლოტი როსტოკში მდებარე ახალი საზღვაო შტაბიდან უხელმძღვანელებს.

კომენტარები