მიწის ჩამოშლა

შატილის მიმართულებით მიწის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა შეზღუდულია – გზების დეპარტამენტი

საავტომობილიო გზების დეპარტამენტი / Facebook

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შატილის მიმართულებით წვიმის გამო მიწა ჩამოიშალა, რის გამოც ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტომობილების გადაადგილება აკრძალულია.

"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე, ღამის წვიმების შედეგად, ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა". - აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში. 

კომენტარები