მიწის ჩამოშლა

თბილისში, ახალ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

თბილისში, ახალ გზაზე, კლდის ნაწილი ჩამოიშალა, შედეგად ერთი ავტომანქანა დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

თბილისის  ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე ამბობს, რომ მიწის მასის ჩამოშლა ხდება უხვი ნალექების პერიოდში, თუმცა აღნიშანვს, რომ მსგავსი შემთხვევა აქამდე არ მომხდარა. 

"დაახლოებით ერთი საათის წინ, ჭაბუა ამირეჯიბის გამზირზე, ჩამოვარდა გარკვეული სიდიდის ქვა, რომელმაც დააზიანა მანქანა. ამჟამად მიმდინარეობს სამაშველო სამსახურის მიერ დასუფთავების სამუშაოები. შემაკავებელი სეტკა არის აქ გაკრული რამდენიმე წელია. ჩამოშლა ხდება ხოლმე უხვი ნალექების პერიოდში. თუმცა ასეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა, ეს პირველი იყო, რომ გზაზეც გადმოვიდა და მანქანა დაზიანდა".- ამბობს აბუიძე ფორმულასთან.

გზის გამწმენდი სამუშაოები ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ამ ეტაპზე, მოძრაობა აღდგენილია. 

კომენტარები