მიწის ჩამოშლა

მერია: ვაკეში ფერდიდან მიწის ნაწილი ჩამოიშალა, შევისწავლით რის გამო

შუქრი ბურჭულაძე

ვაკეში, მეტრა დეველოპმენტის სამშენებლო ტერიტორიაზე ფერდიდან მიწის ნაწილი ჩამოიშალა. ფოტოები Facebook-ზე გავრცელდა. 

როგორც ტაბულას მერიის პრესსამსახურში უთხრეს, ადგილზე მუნიციპალური ინსპექცია იმყოფება, რომელიც შეისწავლის რითია გამოწვეული ფერდის ჩამოშლა. 

"მეტრა დეველოპმენტის სამშენებლო ტერიტორიაზე ფერდიდან მცირე რაოდენობის მიწა ჩამოიშალა. ადგილზე არის მუნიციპალური ინსპექცია და მოგვიანებით გვეცოდინება რის გამო არის გამოწვეული, უამინდობით თუ რაიმე სამშენებლო დარღვევას ჰქონდა ადგილი". - ამბობენ მერიაში. 

კომენტარები