საქართველო-ევროკავშირი

ბორელი საოკუპაციო ხაზთან: გავაგრძელებთ რუსეთის მიერ საქართველოში გაფართოების პრევენციას

ფორმულა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან მივიდა. მისი თქმით, ევროკავშირის მისია რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე გაფართოების პრევენციისთვის მონიტორინგს გააგრძელებს.

"აქ 15 წელია, ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფოდან ათასობით წარმომადგენელი ჩამოდის და აკონტროლებს მიმდებარე ტერიტორიას და საოკუპაციო ხაზს. ჯამში, 100 000 საათია, ეს ადამიანები დღე და ღამე, 7 დღის განმავლობაში, ზამთარში თუ ზაფხულში მისიაში არიან ჩართული, რომელიც ადგილობრივების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მე ვესაუბრე ადამიანებს საოკუპაციო ხაზთან, ადამიანებს, რომლებსაც მოუწიათ სახლების დატოვება. ჩვენი გუნდი აკონტროლებს ვითარებას ე.წ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გაფართოების პრევენციისთვის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აქ გაგვიკეთებია და ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას მანამ, სანამ საჭირო იქნება." - თქვა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი თბილისში გუშინ, 7 სექტემბერს ჩამოვიდა.

ბორელი პრემიერმინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები