სტიქია გურიაში

გურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

Facebook post

გურიაში, სტიქიის ზონაში მეორე ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის მაშველები კიდევ ერთ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.

ამ დროისთვის, მაშველების მიერ გადარჩენილია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი 11 ადამიანი, მათ შორის, მცირეწლოვნები და არასრულწლოვნები. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე.

შსს გურიის რეგიონში მყოფ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ და ადგილზე მყოფი სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს დაემორჩილონ.

გარდა ამისა, დღეს, 8 სექტემბერს გურიაში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი არასრულწლოვნის ცხედარიც იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  აჭარასა და გურიაში ძლიერი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყდა გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი. 

კომენტარები