რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კალასი: ესტონეთი მეზობელ ქვეყნებთან ერთად რუსეთთან ვაჭრობის ერთობლივ ემბარგოს განიხილავს

Ints Kalnins/Reuters

ესტონეთის პრემიერის, კაია კალასის თქმით, ესტონეთი მეზობელ ქვეყნებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი სავაჭრო ემბარგოს შემოღებას განიხილავს, თუმცა, ამ ეტაპზე იდეას მხარდაჭერა არ აქვს. ინფორმაცის ადგილობრივი საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კალასის თქმით, ესტონეთს რუსეთისთვის ერთობლივი სავაჭრო ემბარგოს დაწესება ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან და ფინეთთან ერთად სურს, მაგრამ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერჯერობით წარუმატებელია. როგორც კალასმა აღნიშნა, მოლაპარაკებებში მთავარ როლს ფინეთი თამაშობს.

ესტონეთიდან რუსეთში ყოველდღიურად შედის ტვირთები ისეთი საქონლით, რომლებიც სანქციებს არ ექვემდებარება, მათ შორის, ელექტრონიკა, ქარხნების აღჭურვილობა, საკვები და ა.შ. 

ამავდროულად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას შეფასებით, აუცილებელია ესტონეთმა გადაწყვეტილება პოლონეთთან, ლიტვასთან, ლატვიასთან და ფინეთთან ერთად მიიღოს, რადგან დამოუკიდებელი ნაბიჯი სიტუაციაზე გავლენას ვერ მოახდენს, ესტონური ბიზნესისთვის კი ეს მძიმე დატყმა იქნება.

კომენტარები