საქართველოს პრეზიდენტი

ზურაბიშვილი: ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ

მე არსად არ მივდივარ. ჩემს გადადგომაზე ოცნება მე მგონი, ყველამ უნდა დავიწყოს. მე ვარ იქ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ. ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე მაშინ, როდესაც იყო ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და მე ბოლომდე ვიქნები ამ ფიცის ერთგული.

ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუცია, რომელიც მეც მივიღე, როდესაც ცვლილებები შევიდა ახალ კონსტიტუციაში, გვკარნახობს, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებშია, იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. მე ეს მიმაჩნია ჩემს უპირველეს და უმაღლეს ვალდებულებად. 

ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 

კომენტარები