დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში ტერორიზმში ბრალდებული ყოფილი სამხედრო ციხიდან გაიქცა

Courtesy of Metropolitan Police Service/Handout via REUTERS 

ბრიტანული პოლიცია ციხიდან გაქცეულ ყოფილ სამხედროს ეძებს, რომელიც ტერორიზმის მუხლებით იყო დაპატიმრებული. 21 წლის პატიმარი, დანიელ აბედ ხალიფი ლონდონის ციხიდან 6 სექტემბერს გაიქცა. 

BBC-ის ცნობით, 21 წლის პატიმარი ვანდსვორტის ციხეში სამზარეულოში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხალიფი საკვების სადისტრიბუციო მანქანაში დაიმალა და ციხიდან გამოქცევა მოახერხა. 

აღნიშნული შემთხვევის გამო ფრენები ლონდონის ჰიტროუს აეროპორტში გადაიდო. 

კომენტარები