პუტინის რუსეთი

რუსეთში უბილეთო მგზავრების გამოსავლენ რეიდებში Z-სიმბოლოიანი რაზმელები მონაწილეობენ

ქალაქ ჩელიაბინსკში მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრების გამოსავლენად კონდუქტორებს "მოხალისეთა სახალხო რაზმი" დაეხმარა.

რაზმელებს ნაწილს სამხედრო Z-სიმბოლოიანი კამუფლიაჟი ეცვათ და შავი ნიღბები ეკეთათ.

ტრანსპორტის მუნიციპალურ სამსახურში განაცხადეს რომ რაზმელებთან თანამშრომლობას მუდმივი სახე მიეცემა.

ჩელიაბინსკის მერიის განცხადებით რაზმელები ტანსაცმელი თავად შეარჩიეს: "ჩვენი თანამშრომლები არ არიან, შესაბამისად მათზე დრეს-კოდი არ მოქმედებს".

კომენტარები