მიანმარი

მიანმარში ციკლონის გაშუქების გამო ჟურნალისტს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

Myanmar Now/REUTERS

მიანმარში Myanmar Now-ს ფოტოჟურნალისტს, საი ზავ თაიკეს ციკლონის და მისი დამანგრეველი შედეგების გაშუქების გამო 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ჟურნალისტი ციკლონ მოჩას აშუქებდა, რომელმაც სანაპირო არეალში 140 ადამიანზე მეტი მოკლა. შტორმის დროს დაღუპული ადამიანების უმრავლესობა ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრები როჰინჯა მუსლიმები იყვნენ.

ფოტოჟურნალისტის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე მუხლით აღიძრა, მათ შორის გარემოს კანონისა და ტელეკომუნიკაციების კანონის მიხედვით. 

"მისი დაპატიმრება იმის ინდიკატორია, რომ პრესის თავისუფლება მთლიანად გათელილია სამხედრო ხუნტის მიერ" - ნათქვამია Myanmar Now-ს ჟურნალისტების განცხადებაში. 

კომენტარები