უბედური შემთხვევა

ბათუმში ახალგაზრდა კაცს კატერი დაეჯახა

ბათუმში, ახალგაზრდა კაცს რომელიც ზღვაში სერფინგის დაფით იყო შესული, კატერი დაეჯახა.

TV25-ის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ, 24 წლის კაცი საავადმყოფოში მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს და ის მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის, წყლის ან საბაგიროს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, ან 1 წლამდე პატიმრობით.

კომენტარები