მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ფაშინიანის განცხადების მიუხედავად, პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი სომხეთის დაცვას გააგრძელებს

დიმიტრი პესკოვი
Natalia Kolesnikova / AFP / Getty Images

ფაშინიანის სიტყვების მიუხედავად, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი სომხეთის უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებს. 

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 3 სექტემბერს ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთმა ვერ დაიცვა სომხეთი აზერბაიჯანისგან და ის თანდათან კარგავს საკუთარ ძალას სამხრეთ კავკასიაში. 

სომხეთის წარმომადგენლები რეგულარულად აკეთებენ განცხადებებს რუსეთის მხრიდან საკუთარი, როგორც ლაჩინის დერეფანში მშვიდობისმყოფელების, როლის შეუსრულებლობაზე. 

"ჩვენ ვერ დავეთანხმებით (ფაშინიანს), რუსეთი ამ რეგიონის საკვანძო ნაწილია, რუსეთი ასრულებს მუდმივ, ძალიან მნიშვნელოვან, სტაბილიზატორის როლს სამხრეთ კავკასიაში" - თქვა პესკოვმა. 

კომენტარები