რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

РДК რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარებული მორიგი ოპერაციის შესახებ ცნობას ავრცელებს

რუსული მოხალისეთა კორპუსი
Finbarr O'Reilly/The New York Times

უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსი (РДК) ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ტერიტორიაზე მორიგი ოპერაცია ჩაატარეს.

РДК-ს ცნობით, მათ მოქმედებებს ემსხვერპლა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სულ მცირე ერთი თანამშრომელი, ათი კი დაიჭრა.

მებრძოლებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ რომელ ოლქში ჩაატარეს მოქმედებები.

РДК-მ მსგავსი ცნობა 4 სექტემბერსაც გაავრცელა, როცა რუსები ირწმუნებოდნენ, რომ მათ უკრაინული დივერსანტული ჯგუფის თავდასხმა მოიგერიეს. პროუკრაინული ჯგუფი წერდა, რომ ФСБ-ს ორი თანამშრომელი დაიღუპა. 

რუსეთში ხალხს არასასურველი მომავლისთვის მზადებას ვურჩევ – ინტერვიუ РДК-ს შტაბის მეთაურთან

კომენტარები