რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოდესის ოლქზე თავდასხმის შედეგად პორტის ორი თანამშრომელი დაშავდა – უკრაინა

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, ოდესის ოლქზე თავდასხმის შედეგად პორტის ორი თანამშრომელი დაშავდა. მისივე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა სამსაათნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა

"ჩვენმა ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა 22 დრონი გაანადგურეს, თუმცა რამდენიმე დრონი პორტის მიმდებარე ინფრასტრუქტურას მოხვდა. დაშავდა ორი სამოქალაქო პირი, რომლებიც პორტის თანამშრომლები არიან. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს". - ნათქვამია კიპერის განცხადებაში. 

რუსეთს თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები