რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენმა ბერკოვეცკის სასაფლაოზე დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

ANTONY BLINKEN, DMYTRO KULEBA, PHOTO: X (TWITTER)

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ვიზიტისას ბერკოვეცკის სასაფლაოზე მივიდა და ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ინფორმაცია სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი Twitter), უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოაქვეყნა. 

"სახელმწიფო მდივანი პირველი ოფიციალური პირია, რომელმაც კიევში ვიზიტი ბერკოვეცკის სასაფლაოზე პატივის მიგებით დაიწყო. ეს უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ პატივისცემის ნიშანია" - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

კომენტარები