ევროკავშირი-უკრაინა

უკრაინისთვის იარაღისთვის ერთობლივი შესყიდვის შესახებ EU-ში პირველი შეთანხმება გაფორმდა

5 სექტემბერს ევროპის თავდაცვის სააგენტომ  უკრაინისთვის 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვისთვის რვა კონტრაქტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის თავდაცვის სააგენტო (EDA) ავრცელებს.

ეს არის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი საერთო ძალისხმევით იარაღს შეისყიდის.

ამ კონტრაქტების წყალობით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ნორვეგიას უკვე შეუძლიათ 155 მმ-იანი საბრძოლო მასალის შეძენა ევროპის თავდაცვის სააგენტოს მეშვეობით, რომელიც შემსყიდველი სააგენტოს სახელით იმუშავებს.

სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად და სავაჭრო საიდუმლოების დასაცავად, ევროპის თავდაცვის სააგენტო ამ ეტაპზე კონტრაქტორების სახელებს და ერთეულის ფასებს კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები