სამხედრო წვრთნები

სომხეთი და აშშ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

სომხეთი და აშშ სომხეთის ტერიტორიაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ. ღონისძიება 11-20 სექტემბერს არის დაგეგმილი.

წვრთნები საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის სომეხი სამხედროების მომზადებას ემსახურება და სომხეთის სასწავლო-სამხედრო ბაზა ზარ-ზე გაიმართება. 

"წვრთნების მიზანი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ფარგლებში მონაწილე ქვედანაყოფებს შორის ურთიერთქმედების დონის ამაღლებაა". – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

2023 წლის იანვარში პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ტერიტორიაზე ОДКБ-ს სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ "მექმნება შთაბეჭდილება, რომ ОДКБ სომხეთს ტოვებს". ასევე იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში პრემიერმინისტრმა თქვა, რომ უშიშროების სფეროში რუსეთზე სომხეთის დამოკიდებულება შეცდომა იყო.

კომენტარები