სამხედრო წვრთნები

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ

https://www.reuters.com/

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული, სამი ქვეყნის ერთობლივი განცხადების მიხედვით, 2024 წლის 2 ივნისის შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების, იაპონიისა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრები ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი, იაპონიის თავდაცვის მინისტრი მინორუ კიჰარა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრი შინ ვონ-სიკი ერთმანეთს უსაფრთხოების  ყოველწლიური  სამიტის ფარგლებში სინგაპურში შეხვდნენ.

"[მხარეებმა] აიღეს ვალდებულება სამმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, რათა უზრუნველყონ მშვიდობა და სტაბილურობა კორეის ნახევარკუნძულზე, ინდო-წყნარ ოკეანეში და მის ფარგლებს გარეთ". - ნათქვამია განცხადებაში.

სამივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გააკრიტიკა ჩრდილოეთ კორეის ქმედებები, მათ შორის,  სამხედრო ჯაშუშური თანამგზავრის ბალისტიკური რაკეტების ტექნოლოგიის გამოყენებით გაშვება, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევაა.

ამასთანავე, სამივე მხარე შეთანხმდა მიმდინარე წლის განმავლობაში სამმხრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ჩარჩოს ჩამოყალიბებაზე ერთობლივი თავდაცვის ინსტიტუციონალიზაციის მიზნით.

კომენტარები