სამხედრო წვრთნები

სესიაშვილი: შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნები ქართულ-ამერიკულ წვრთნებს უკავშირდება

შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა  პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. დეპუტატი შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნებს საქართველოში ქართულ-ამერიკული წვრთნების საპასუხო ნაბიჯად მიიჩნევს.

ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთმა ეს ნაბიჯი დასავლეთზე ზემოქმედების მიზნით გადადგა.

"ანალიზს თუ გავაკეთებთ, როგორც კი საქართველოში სამხედრო სფეროში რაიმე თანამშრომლობა შედგება რუსეთი ყოვეთვის შეშფოთებას გამოხატავს. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც ესაა პოლიტიკური განაცხადი და პრევენციული მიდგომა, რათა ამით გარკვეულწილად დაფრთხნენ ის სახელმწიფოები, რომლებსაც საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობა სურთ. ვფიქრობ, რომ ის რაც გუშინ მოხდა დაკავშირებულია სწორედ საქართველოში ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან. მიუხედავად იმისა, რომ მათ მხოლოდ უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზანი აქვს", – განაცხადა სესიაშვილმა.


 

 

კომენტარები