სტიქია ესპანეთში

ესპანეთში წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში ძლიერი ქარიშხლის და კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, 3 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მადრიდის სამხრეთით, ტოლედოს პროვინციაში მაშველებმა სამი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ამავდროულად, ესპანური მედიის ცნობით, ალდეა დელ ფრენსოს მუნიციპალიტეტში ეძებენ მამაკაცს, რომელიც მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა. მათი მანქანა ადიდებულმა მდინარე ალბერშემ წაიღო, თუმცა, მამაკაცის ოჯახის წევრებმა ავტომობილიდან გადმოსვლა შეძლეს.

ხელისუფლების ცნობით, სტიქიის ზონაში მუშაობენ ვერტმფრენები, რომლებმაც ტოლედოს რეგიონში სახლების სახურავზე ასული ადამიანების გამოყვანა შეძლეს. ამავდროულად, სამაშველო სამსახურის ცნობით, მათმა თანამშრომლებმა მადრიდის რეგიონში 1 200-ზე მეტი სტიქიური შემთხვევის მოგერიება შეძლეს.

კომენტარები