ქართული ოცნება

ზარქუა ხაბეიშვილს: ჩემს ხაბეს ხმაში ის სიძლიერე აღარ აქვს, მთავარი არხიც კი გაემიჯნა

მე უბრალოდ მინდა, ცოტა ირონიით ვთქვა, რომ ჩემს ხაბეს რაღაცა ხმაში ის სიძლიერე არ ჰქონდა, ის შემართება აღარ აქვს. ეტყობა მიხვდა, რომ წაგებულ თამაშში შეიტყუეს. თვითონ მთავარი არხიც კი გაემიჯნა, უკვე მიხვდნენ, რომ ლუზერების კამანდა არიან. და გამოვიდა ის ვაჟბატონი გუშინ და სულ თავისი ჟურნალისტების სახელით ილაპარაკა, რომ გავთავისუფლდითო, ნაცმოძრაობის დაკვეთებს უკვე აღარ შევასრულებთო. თქვენ აქ  ვინც ხართ მჯდომნი, ობიექტურები რომ იყოთ, ამაზე კომენტარს გააკეთებდით, ამაზე შეშფოთდებოდით, აღშფოთდებოდით, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვეულებრივად ნაცმოძრაობის ტელევიზიაა და აშანტაჟებთ იქ არსებულ ჟურნალისტებს თქო.

ხმა არ ამოგიღიათ, აბა ეს პირიქით ყოფილიყო? რომელიმე არხზე გამოსულიყო რომელიმე ჟურნალისტის ლიდერი ან უფრო სწორად არხის ხელმძღვანელი, ალბათ, საელჩოებიდან დაწყებული, აქ მემორანდუმები და იმის გაფორმება გექნებოდათ, მაგრამ აქაც ხელმოცარულები ხართ.

თქვა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები