პრეზიდენტის იმპიჩმენტი

მიზანი პრეზიდენტის პოლიტიკური შევიწროებაა – ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას ემსახურება. 

"პრეზიდენტი ასრულებს მის უმაღლეს ვალდებულებას - ეს არის ხალხის ნება, ის ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რომლის ქვაკუთხედიც იყო ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს იმისთვის, რომ ქვეყანა უზრუნველყოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის.

ის ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ, ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტობის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება, ამაზე მეტს დღეს არაფერს არ გეტყვით, უბრალოდ, დაველოდოთ მოვლემების განვითარებას" - თქვა მსხილაძემ პარლამენტში.


1-ელ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლად კობახიძე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას ასახელებს, კერძოდ, კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში". 

კომენტარები