რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი D News Abkhazia იტყობინება.
"ჩვენი წყაროს ცნობით, არძინბამ თავის გუნდს უკვე უთხრა, რომ ტოვებს მინისტრის პოსტს და რუსეთში ბრუნდება". - აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე ტელეგრამის არხმა ლეგიტიმნი-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კრემლში უკრაინის ყოფილი კურატორი ინალ არძინბა მოსკოვში ბრუნდებოდა, რათა კოლექტიური დასავლეთის იდეოლოგიური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა მიეღო". პუბლიკაციაში ასევე მითითებულია, რომ არძინბა, დიდი ალბათობით, რუსეთ-ბელარუსიის მიმართულებით იმუშავებს.