ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

კრამონი იმპიჩმენტზე: რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა

ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს პროცესი მისთვის ქვეყნის რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს. 

მან ეს კომენტარი საოკუპაციო ხაზთან, ოძისში გააკეთა. კრამონმა ასევე აღნიშნა, რომ ის პირველად არ იმყოფება საოკუპაციო ხაზთან. 

"აქ უკრაინაში ომის დაწყებამდეც ნამყოფი ვარ და სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებებმა ნულოვანი შედეგი გამოიღო. სამწუხაროა, რომ ყველა ჩამოსვლაზე ვრწმუნდები, რომ ამ მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგებს ვერ ვიღებთ და ოკუპაცია გრძელდება [...]

ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველ ჩამოსვლაზე ვრწმუნდებით, რომ დეოკუპაციის კუთხით პროგრესი არ არის და განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როცა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან გარკვეულწილად დაახლოების პოლიტიკას აწარმოებს". - თქვა მან.

კრამონი საქართველოში თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. კონფერენციას 4-5 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი უმასპინძლებენ.

კომენტარები