რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სანდუ ოდესის ოლქის თავდასხმაზე: ვგმობ რუსეთის სასტიკ თავდასხმას, მოლდოვა უკრაინის გვერდითაა

მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენმა, მაია სანდუმ რუსული ძალების მიერ ოდესის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტი დაგმო.

"კატეგორიულად ვგმობ რუსეთის სასტიკ თავდასხმას ოდესის რეგიონში საპორტო ინფრასტრუქტურაზე. რუსეთმა უნდა ინფრასტრუქტურის განადგურების გამო პასუხი უნდა აგოს. ჩემი ფიქრები დაზარალებულებთანაა. მოლდოვა მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით". - წერს სანდუ X-ზე (ყოფილი Twitter).

რუსულმა ძალებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში ოდესის რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რის შედეგადაც დაშავდა 2 ადამიანი. 

კომენტარები