დევიდ კრამერი

კრამერი: ეს მიწები, რომლებსაც ჩვენ უკან ვხედავთ, ისევ საქართველოა და არასდროს იქნება რუსეთი

წელს აგვისტოს ომის 15 წლისთავია. ჩვენს უკან საქართველოს ტერიტორიაა და არა რუსეთის. საერთაშორისო საზოგადოებამ არასდროს უნდა აღიაროს რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების მიტაცება, რაც 15 წლის წინ ვიხილეთ. ჩვენ გავიგეთ და მოვისმინეთ ამბავი, თუ როგორ წევენ წინ საოკუპაციო ხაზს ყოველდღიურად და თუ რამდენად მძიმეა ის რეალობა იმ ხალხისთვის, ვინც ამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს.

ამ საერთაშორისო კონფერენციაზე მე და ჩემი კოლეგები სწორედ ამისთვის ვართ ჩამოსულები - იმისთვის, რომ მსოფლიოს და საერთაშორისო თანამეგობრობას შევახსენოთ, რომ ოკუპაცია გრძელდება და ეს მიწები, რომლებსაც ჩვენ უკან ვხედავთ, ისევ და ისევ საქართველოა და არასდროს იქნება რუსეთი.

ჩვენ ვრჩებით საქართველოს მეგობრებად და გავაგრძელებთ მხარდაჭერას და იმედია, ქართველი ხალხი დასავლეთში ინტეგრაციისკენ გააგრძელებს გზას.

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან.

კომენტარები