დევიდ კრამერი

კრამერი "აგენტების" კანონპროექტზე: გულს მტკენს, რომ საქართველო მიჰყვება პუტინის კვალს

სამწუხაროდ, ძალიან წააგავს იმ კანონმდებლობას, რომელიც მიიღო რუსულმა დუმამ და პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა. როგორც მე მესახება, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მხარს არ უჭერს ამ კანონმდებლობას და ეს არის სწორი პოზიცია. ეს არის წინასწარ განზრახული ძალისხმევა ქართული ოცნების და მისი მოკავშირეების მხრიდან საქართველოს პარლამენტში, რომ შემცირდეს სივრცე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და სამწუხაროდ, ჩანს, რომ ეს კანონმდებლობა იქნება მიღებული. ეს არის მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან, შეავიწროოს სამოქალაქო საზოგადოება ისე, როგორც პუტინმა გააკეთა რუსეთში. ეს გულს მტკენს, როდესაც ვხედავ, რომ საქართველო მიჰყვება პუტინის კვალს ამ მიმართულებით. ეს არის ბოლო მითითება და ბოლო ჩვენება იმისა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება დარტყმას ახორციელებს ჟურნალისტებზე, ოპოზიციონერებზე და სხვა პიროვნებებზე.

[ფორმულას თარგმანი] თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ფორმულასთან ინტერვიუში.

კომენტარები