დევიდ კრამერი

კრამერი: გულდაწყვეტილი ვარ საქართველოს მთავრობის პოზიციაზე, თითქოს რუსეთის მხარეს არიან

მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ საქართველოს მთავრობის პოზიციაზე, როდესაც საკითხი ეხება რუსეთის ომს უკრაინაში. ეს არის არათანმიმდევრული მიდგომა იმ ქვეყნის მხრიდან, რომელმაც თვითონ განიცადა შეჭრა 2008 წელს და კვლავ ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ. პრემიერმინისტრისთვის ის განცხადება, რაც მან გააკეთა, სხვა ოფიციალური პირებისთვის იმის თქმა, რაც მათ წარმოთქვეს, მესახება ისე, თითქოს ისინი არიან რუსეთის მხარეს.

უკრაინამ გამოხატა ძალიან დიდი იმედგაცრუება საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით, მაგრამ მან მაღალი შეფასება მისცა ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ათასობით მოქალაქე, რომელიც გავიდა თბილისის ქუჩებში უკრაინის მხარდასაჭერად და ეს ნამდვილად ეწინააღმდეგება იმ პოზიციას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იკავებს ამ სიტუაციაში. მე ნამდვილად გულდაწყვეტას გამოვხატავ, რომ საქართველო ამ სიტუაციაში აღმოჩნდა და ნათლად მინდა განვაცხადო, არავის არ სურს ომის მასშტაბების გაფართოება და საქართველოს ომში ჩათრევა. ეს არის აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები აჟღერებენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არავის არ სურს ომის გაფართოება, პირიქით გვინდა დავინახოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და დაამარცხოს რუსეთი და გვინდა, რომ რუსეთი აღარ დაემუქროს უკრაინას და იმედი გვაქვს, აღარ დაემუქრება საქართველოსაც.

[ფორმულას თარგმანი] თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა ფორმულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები