ერაყი

ერაყში შიიტი პილიგრიმების ავტობუსი ამობრუნდა – დაღუპულია 18 ადამიანი

AP Photo/Ali Jabar

ერაყში, ბაღდადის ჩრდილოეთით, ქარბალასკენ მიმავალი შიიტი პილიგრიმების ავტობუსი ამობრუნდა. შედეგად 18 მომლოცველი დაიღუპა, მათგან 15 კაცია, 3 კი ქალი.

Associated Press-თან ანონიმურობის დაცვით საუბრისას სამედიცინო სფეროს ორმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ბალადთან ახლოს, ბაღდადიდან 90 კილომეტრში მოხდა.

დაღუპულებს შორის 10 ირანელი, ერაყელი ავტობუსის მძღოლი, მისი ვაჟი და ექვსი დაუდგენელი ეროვნების პირია.

მილიონობით მორწმუნე ქალაქ ქარბალაში არბაინის შიიტური პილიგრიმობისთვის ყოველწლიურად ჩადის. არბაინი ისლამური ისტორიის პირველ საუკუნეში მუჰამედის შვილიშვილის, ჰუსეინის მკვლელობიდან გლოვის მე-40 დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ქარბალაში მომლოცველები ერაყის სხვადასხვა კუთხიდან, ირანიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩადიან.

დღეს, 2 სექტემბერს ერაყის პრემიერი, მუჰამედ შია ალ-სუდანი ირანის საზღვართან პილიგრიმების შემოსვლის პროცესს პირადად აკვირდებოდა. მან და ირანის ვიცეპრეზიდენტმა, მუჰამედ მოხბერმა სარკინიგზო პროექტსაც ჩაუყარეს საფუძველი. რკინიგზა ორ ქვეყანას შორის მიმოსვლას მომლოცველებისთვისაც გაამარტივებს.

კომენტარები