დანია-რუსეთი

დანია რუს დიპლომატებსა და საელჩოს თანამშრომლებს ქვეყანას დაატოვებინებს

Fedor Selivanov / Alamy Stock Photo

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუს დიპლომატებსა და საელჩოს თანამშრომლებს ქვეყანას დაატოვებინებს. ამის შესახებ ინფორმაცია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც უწყება განმარტავს, კოპენჰაგენში, რუსეთის საელჩოში დარჩენას მხოლოდ 5 დიპლომატი და 20 ადმინისტრაციული და ტექნიკური თანამშრომელი შეძლებს. დანიამ მოთხოვნის შესასრულებლად რუსეთს ვადა 29 სექტემბრამდე მისცა. 

"მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია იმის გამო, რომ რუსეთმა ვიზების გამოთხოვა რუსეთის დაზვერვის ოფიცრებისთვის არაერთხელ სცადა". - აცხადებენ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილში დანიამ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატი გააძევა, რის შემდეგაც რუსეთმა დანიის საელჩოს 7 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. 

კომენტარები