პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ბოკერია იმპიჩმენტზე: სპეკულირება, თუ რაზეა გათვლილი ოცნების ეს ნაბიჯი, არაფრის მომტანია

იმაზე სპეკულირება, ზუსტად რაზეა გათვლილი ივანიშვილის რეჟიმის ეს ნაბიჯი [პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირება] არაფრის მომტანია. მთავარი დასკვნა, რაც აქამდეც უნდა გამოგვეტანა და ახლაც არის, რომ რეჟიმი, რომელიც ამ ისტორიულ მომენტში, საქართველოს NATO-ში წევრობისა და ევროკავშირთან დაახლოების საქმეში სრული ენერგიის და კონცენტრაციის ჩადების ნაცვლად, დაკავებულია იმ სამარცხვინო მასკარადით, რაც ახლა შემოგვთავაზეს, არის გასაშვები. ამათი გაშვების გარეშე ჩვენი ისტორიული მისიის შესრულებისა და დაცულ, თავისუფალ ქვეყანად საქართველოს შედგომის შანსი არის ნულის ტოლი. 

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ქართული ოცნების მიერ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება.

კომენტარები