რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

УП: უკრაინული დრონის იერიშის შედეგად ლიუბერციში რაკეტების ელექტრონაწილების საწარმო იწვის

კადრი ვიდეოდან

Українська правда-სთან თავდაცვის სამინისტროს წყარო ამბობს, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად მოსკოვის ოლქში, ქალაქ ლიუბერციში რაკეტების ელექტრონული ნაწილების საწარმო იწვის.

აქამდე მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებდა, რომ ლიუბერცის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს დრონი, რომელიც რუსეთის დედაქალაქისკენ მიფრინავდა. ის ირწმუნებოდა, რომ არავინ და არაფერი დაშავებულა.

თუმცა, УП-ს წყარო სობიანინის ცნობაზე ამბობს, რომ სიცრუეა და დრონმა სამიზნეს მიაღწია და ლიუბერციში ტომილინის ელექტრონულ საწარმოს შენობა იწვის.

"დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაციაა, ყველაფერი წარმატებით შესრულდა, გაგრძელება იქნება". – ამბობს უკრაინული მედიის წყარო, თუმცა დაზვერვა ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები